საჩივრების განხილვა საარჩევნო კომისიებში

31 ოქტომბერი 2024, 11:09 210 ნახვა

26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული 9 საჩივარი განიხილეს ხელვაჩაურის 83-ე ოლქში. მათი უმრავლესობა არ დაკმაყოფილდა, რამდენიმე კი ნაწილობრივ, მათ შორის ორი უბნის თავმჯდომარეებს დისციპლინარული სასჯელის სახედ შენიშვნა განესაზღვრა. საჩივრების ნაწილი, რომელიც საარჩევნო უბნებზეც დაფიქსირდა კომისიამ არ განიხილა, რადგან მათზე რეაგირება უბანზევე მოხდა.

კომისიამ არ დააკმაყოფილა ასევე ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის საჩივარი, რომლითაც ოპოზციური პარტიის წარმომადგენელი ირწმუნებიდა, რომ განთიადის საარჩევნო უბნის გადასატანი ყუთი ხელვაჩაურის ოლქის საზღვრებს გასცდა. საჩივრები განიხილეს ქობულეთის 81-ე საოლქო საარჩევნო კომისიაშიც. კომისიამ პირველ ეტაპზე, 13-საარჩევნო უბნის 12-საჩივარი განიხილა, რომლებიც ძირითადად პროცედურული ხასიათის დარღვევებს ეხებოდა.

მათგან კი 4-საჩივარი დააკმაყოფილა. აქ ჯამში 30-საჩივარი შევიდა, რომელიც  კომისიამ  4-დღის ვადაში უნდა განიხილოს. საჩივრები განიხილეს ხულოს 84-ე ოლქშიც, რომლებიც ძირითადად პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა. ნაწილი დაკმაყოფილდა ნაწილი კი არასაკმარისი არგუმენტირების გამო არ დაკმაყოფილდა.

ექვსი ოქმი ოლქის წევრებმა უკვე განიხილეს, დღეს განიხილავენ კიდევ რამდენიმე საჩივარს, რომლებიც არჩევნების შემდგომ დაიწერა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში