პოლიტიკოსების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ცესკო-ს მიერ მარკერების შეცვლის შესახებ, არის სრული სიცრუე - ცესკო

13 ნოემბერი 2024, 14:02 292 ნახვა

ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ სპეციალური მარკერები საარჩევნო ადმინისტრაციას კომპანია „სმარტმატიკმა“ მოაწოდა.

"კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ პოლიტიკოსების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ცესკო-ს მიერ მარკერების შეცვლის შესახებ, არის სრული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად",- აღნიშნულია განცხადებაში. 

ცესკო-ს ინფორმაციით, კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება და მათ შორის მარკერების მიღება-ჩაბარების აქტები, საჯაროა და განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში