უმაღლესი საარჩევნო კომისია უმაღლესი საბჭოს ახალარჩეულ წევრებს დროებით მოწმობებს გადასცემს. უსკო განცხადებას ავრცელებს.
"საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, უსკომ არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყო არჩეულ უმაღლესი საბჭოს წევრთათვის დროებითი მოწმობების დამზადება. შესაბამისად, უსკოს ადმინისტრაცია ახალარჩეული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომამდე გადასცემს დროებით მოწმობებს არჩეულ უმაღლესი საბჭოს წევრებს",- აღნიშნულია უსკო-ს განცხადებაში.