ოპოზიცია უსკოს დისკომფორტს ჰპირდება

12 ნოემბერი 2024, 22:13 285 ნახვა

ბათუმში 79-ე ოლქთან შეკრებილმა ოპოზიციის საოპროტესტო აქციის მონაწილეებმა მსვლელობა გამართეს ბათუმის ქუჩებში. ისინი ჯერ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან მივიდნენ და არჩევნების შედეგები გააპროტესტეს. შემდეგ კი მსვლელობა დაასრულეს აჭარის უმარლეს საარჩევნო კომისიის შენობასთან.

ოპოზიციის აქტივისტების განცხადებით, 21 ნოემბრამდე უსკო აპირებს შემაჯამებელ ოქმზე ხელისმოწერას. 

„ჩვენ ამ დღეს შევიკრიბებით აქ და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ დისკომფორტი შევუქმნათ უსკოს წევრებს. მანამდე ვცდილობთ, რომ დავარწმუნოთ ისინი, არ ჩაიდინონ დანაშაული და ხელი არ მოაწერონ გაყალბებულ არჩევნებს“, - განაცხადა კოლაცია „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა ვაჟა დარჩიამ.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში