დღეს რუსეთმა საქართველოში გაიმარჯვა - ზელენსკი

30 ოქტომბერი 2024, 17:47 169 ნახვა
 

რუსეთმა საქართველოში გაიმარჯვა, მათ საქართველოს თავისუფლება წაართვეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სკანდინავიური ქვეყნების გამოცემებთან ინტერვიუში განაცხადა, რომელსაც უკრაინული მედია ავრცელებს.

„უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს რუსეთმა საქართველოში გაიმარჯვა. თავიდან საქართველოს ნაწილი წაიღეს, შემდეგ პოლიტიკა შეცვალეს, ხელისუფლება შეცვალეს და ახლა პრორუსული ხელისუფლებაა, პრორუსული პოზიციებით. პუტინის წინააღმდეგ არანაირი სანქციები არ არის, საქართველოში ბევრი რუსია. მათი არჩევანი რუსეთთან მეგობრობაა, მათი არჩევანი ევროკავშირში გაწევრიანება არ არის. პოზიცია შეიცვალეს. დღეს რუსეთმა გაიმარჯვა. მათ საქართველოს თავისუფლება წაართვეს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი