კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები ბათუმში დაბრუნდნენ

30 ოქტომბერი 2024, 10:12 247 ნახვა

წარმატებით იასპარეზეს პოლონეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე კონტაქტურ კარატეში ქართველმა მებრძოლებმა. ტურნირი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა. ბათუმელი მებრძოლების ანგარიშზე სულ ოთხი მედალია. ჭაბუკთა შორის ტურნირის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ გიორგი ძნელაძე და ედგარ აბგარიანი, ახალგაზრდებს შორის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ლუკა მგელაძემ.

რაც შეეხება უფროსთა ასაკს, აბსოლუტურ წონით კატეგორიაში გოდერძი კაპანაძემ ყველა ბრძოლა დამაჯერებლად მოიგო და გახდა საქართველოს ისტორიაში პირველი მებრძოლი, ვინც ევროპის აბსოლუტური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

კაპანაძე ტურნირის საუკეთესო მებრძოლადაც დაასახელეს. ბათუმელმა მებრძოლმა ჩემპიონის ტიტულთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზიაც მოიპოვა, რომელიც 2025 წელს ტოკიოში გაიმართება. ჩვენი სპორტსმენები უკვე დაბრუნდნენ ბათუმში.

აქვე გეტყვით, რომ დღესვე აჭარის უმცროსი ასაკის ჭაბუკთა ნაკრები ავსტრიაში გაემგზავრა, სადაც ავსტრიის ღია ჩემპიონატზე იასპარეზებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი