ჩვენი პარტია "ქართული ოცნების" არალეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
გიორგი გახარიამ არჩევნების გაყალბებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ხალხს არჩევნები მოპარა.
ამასთან, გახარია აცხადებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გუშინ დაანონსებულ აქციას მისი პარტია შეუერთდება.
„საპროტესტო აქციაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველაფერი გამყარდეს და ჩვენ ვიქნებით იქ, სადაც ჩვენი ამომრჩევლები იქნებიან, როგორც ვიყავით აქამდე. ასევე, ჩვენი პარტია „ოცნების“ არალეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს. წერტილი“, – განაცხადა გახარიამ.