მოდით არჩევნებზე და გააკეთეთ სწორი არჩევანი - ბიძინა ივანიშვილი

26 ოქტომბერი 2024, 10:50 244 ნახვა
 
 

არჩევანი გვაქვს ძალიან მარტივი გასაკეთებელი - ან ჩვენ ვირჩევთ მთავრობას, რომელიც მოგემსახურებათ თქვენ, ქართველ ხალხს, ქართულ საზოგადოებას, ჩვენს სამშობლოს, იზრუნებს სამშობლოზე, ან ვირჩევთ უცხო ქვეყნის აგენტურას, რომელიც მხოლოდ უცხო ქვეყნის დავალებებს შეასრულებს, - განაცხადა ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო უბანთან, სადაც ოჯახთან ერთად მივიდა.

„მინდა მივმართო საზოგადოებას, რომ მოვიდნენ არჩევნებზე. არჩევანი გვაქვს ძალიან მარტივი გასაკეთებელი - ან ჩვენ ვირჩევთ მთავრობას, რომელიც მოგემსახურებათ თქვენ, ქართველ ხალხს, ქართულ საზოგადოებას, ჩვენს სამშობლოს, იზრუნებს სამშობლოზე, ან ვირჩევთ უცხო ქვეყნის აგენტურას, რომელიც მხოლოდ უცხო ქვეყნის დავალებებს შეასრულებს. წლევანდელი არჩევნები იმითაა გამორჩეული, რომ უცხო ქვეყანას გამოკვეთილი ინტერესები აქვს, რომელიც შეუძლია მყისიერად დაავალოს აგენტურას, თუ ჩვენ მოვახერხებთ და მათ ავირჩევთ. სამეზობლოში ომია. იმ ქვეყანას, რომელიც მართავს აგენტურას და რომელიც, დღეს, სამწუხაროდ პოლიტიკაშია, სასწრაფო დავალება აქვს, რომ როგორმე საქართველო ჩაერთოს საომარ მოქმედებებში. გარწმუნებთ, ამას არ დასჭირდება დიდი დრო, ეს მოხდება მყისიერად და ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ქვეყნის განვითარებაზე ვიზრუნოთ, მივიღებთ კატასტროფას და ქვეყნის ნანგრევებს.

 

ჩვენ უნდა მოვახერხოთ ამ არჩევნებით, რომ პოლიტიკა გავასუფთაოთ კრიმინალებისგან, ხარისხობრივად მივიღოთ ახალი საზოგადოება, სადაც არ იქნება ასეთი ანტაგონიზმი, სიძულვილის ენა, პოლარიზაცია. პოლარიზაციის საფუძველი გახლავთ სწორედ ის, რომ ერთი ნაწილი პოლიტიკოსების ცდილობს და ზრუნავს ქვეყანა სამშვიდობოზე გაიყვანოს, მეორე ნაწილი, რომელიც უცხოურ აგენტურას ემსახურება, ცდილობენ იმას, რაც აინტერესებს უცხო ქვეყანას. ეს ინტერესი დღეს გამოიხატება მხოლოდ იმ ომში, რომელიც სამეზობლოში მიმდინარეობს“, - აღნიშნა ივანიშვილმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი