გერმანიის კანცლერი ნატო-ში უკრაინის ახლავე მიწვევას არ ეთანხმება

25 ოქტომბერი 2024, 10:05 238 ნახვა

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი არ იზიარებს ვოლოდიმირ ზელენსკის „გამარჯვების გეგმის“ პირველ პუნქტს, რომელიც უკრაინის ნატოში ამ მომენტისთვის მიწვევას ითვალისწინებს.

ოლაფ შოლცის თქმით, ამ დროისთვის არ არის საჭირო ახალი გადაწყვეტილებები, გარდა იმ გადაწყვეტილებისა, რომელიც უკრაინის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში შესვლის პერსპექტივების შესახებ ვაშინგტონისა და ვილნიუსის სამიტებზე მიიღეს.

შოლცმა აღნიშნა, რომ ქვეყანა, რომელიც ომშია ნატო-ს წევრი ვერ გახდება, ეს ყველამ იცის და ამ საკითხთან დაკავშირებით უთანხმოება არ არსებობს.

დაამატა, რომ მიმდინარე ომის დროს აუცილებელია გაწონასწორებული ქმედებების განხორციელება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი