ბსუს სამეცნიერო ჟურნალმა “შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე” საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში ინდექსაცია მოიპოვა

24 ოქტომბერი 2024, 19:19 354 ნახვა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის  ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალმა ,,შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე” -ISSN 2960-9208  - საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში ERIH PLUS (Humanities and Social Sciences) ინდექსაცია მოიპოვა. 

საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე”  2022 წელს დაარსდა.

ჟურნალის სამეცნიერო სფეროები და მიმართულებებია: ისტორია, ეთნოლოგია, ანთროპოლოგია, სოციოლოგია, არქეოლოგია, ლინგვისტიკა, ლიტერატურა, ხელოვნება, ფილოსოფია, რელიგიის ისტორია და სხვა;

ჟურნალის ელექტრონული მისამართი შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი