სამზადისი საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის

24 ოქტომბერი 2024, 14:08 234 ნახვა

26 ოქტომბრის არჩევნებამდე ორი დღე რჩება. აჭარაში საპარლამენტო არჩევნებთან ერთად უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც ტარდება. პირველად ისტორიაში  არჩევნები,  სრულად პროპორციული სისტემით და ელექტრონულად ჩატარდება.  კენჭისყრის პროცესისთვის საარჩევნო უბნების მოწყობა უკვე დაიწყო.  აჭარაში სულ 317 უბანია გახსნილი.

ამომრჩეველთა 95% ხმას  ელექტრონულად მისცემს.   66  საარჩევნო უბანზე  კი ხმის მიცემის პროცესი ტრადიციული წესით იქნება.  66   235 ამომრჩეველია რეგისტრირებული ქობულეთის მუნიციპალიტეტში.  აქ კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების ახალი წესით 56 საარჩევნო უბანზე  ჩატარდება,  სოფელ  აჭის საარჩევნო უბანში კი ამომრჩევლები სასურველ პარტიას ტრადიციული წესით აირჩევენ. გადასატანი ყუთით კი ისარგებლებს ათას 465 ამომრჩეველი.  ქედის 80-ე ოლქში  არჩევნებისთვის 29 საარჩევნო უბანია გახსნილი. აქედან 21 უბანზე არჩევნები ახალი  ტექნოლოგიებით, ხოლო 8 საარჩევნო უბანზე ტრადიციული მეთოდით ჩატარდება.  

რეგისტრირებულია 15 ათას  581 ამომრჩეველი. გადასატანი ყუთით 629 ამომრჩეველი ისარგებლებს. სპეციალურ სიაში კი 103 ამომრჩეველია რეგისტრირებული.   

41 საარჩევნო უბანი გაიხსნა ხელვაჩაურის 83-ე ოლქში. აქედან 37-ე უბანზე კენჭისყრის პროცესი ელექტრონულად წარიმართება, ოთხ უბანზე კი ამომრჩევლები საკუთარ რჩეულს ხმას შერეული წესით მისცემენ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი