რუსეთის ქალაქ ყაზანში ბრიქსის სამიტის ფარგლებში ჩინეთის პრეზიდენტი შეხვდა ირანის პრეზიდენტს. ჩინეთის ლიდერმა ირანელ კოლეგას მიულოცა ბრიქსში გაწევრიანება, სამიტში პირველი მონაწილეობა და თქვა, რომ ირანი არის ჩინეთის "კარგი მეგობარი და პარტნიორი".
თავის მხრივ ირანის პრეზიდენტმა ჩინეთს ირანის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი უწოდა და აღნიშნა, რომ ირანი და ჩინეთი მზად არიან მტკიცედ დაუჭირონ მხარი ერთმანეთს.