დაზიანებული გზა მასაურაში

23 ოქტომბერი 2024, 14:48 317 ნახვა

ორთაბათუმში სოფელ მასაურასთან დამაკავშირებელი  სატრანსპორტო გზა დაზიანებულია. ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ გზის სავალი ნაწილი ერთი წლის წინ ჩამოიშალა და ადგილობრივების არა ერთი განცხადების მიუხედავად პრობლემის მოგვარება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

დაზიანებული გზის სავალი ნაწილის მოწესრიგება უკვე დაწყებულია. ადგილზე მობილიზებულია საგზაო დეპარტამენტის შესაბამისი ტექნიკა. უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები. პროცესი ერთი თვის წინ დაიწყო და  ნოემბრის  ბოლომდე დასრულდება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი