რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებმა ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს

23 ოქტომბერი 2024, 11:41 235 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტი ბრიქსის სამიტის ფარგლებში  ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს შეხვდა და თქვა, რომ მოსკოვსა და პეკინს შორის  თანამშრომლობა სტაბილიზაციის ფაქტორია მსოფლიოსთვის.  პუტინმა ჩინეთის ლიდერს "ძვირფასი მეგობარი" უწოდა და თქვა, რომ მოსკოვი და პეკინი იმუშავებენ სამართლიანი მსოფლიო წესრიგის შესაქმნელად. სი ძინპინმა  და პუტინმა მაისში პარტნიორობის "ახალი ერის" შექმნის  პირობა დადეს. ისინი შეერთებულ შტატებს ცივი ომის აგრესიულ ჰეგემონად მიიჩნევენ, რომელიც ქაოსს თესავს მთელ მსოფლიოში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი