უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი თურქეთში

22 ოქტომბერი 2024, 10:08 230 ნახვა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა თურქეთში ვიზიტის დროს თურქეთის პრეზიდენტ თაიფ ერდოღანს შეხვდა. სიბიგამ თურქეთს უკრაინის შავი ზღვის პორტის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ინტენსიური დარტყმების შესაჩერებლად  მხარდაჭერისკენ  მოუწოდა, რადგან მისივე თქმით,  ასეთმა დარტყმებმა უკვე დააზიანა ოთხი სამოქალაქო გემი.

რუსული რაკეტა 18 ოქტომბერს უკრაინის შავი ზღვის პორტის ოდესის საცხოვრებელ რაიონში ჩამოვარდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.

თავდასხმას   მსხვერპლი არ მოჰყოლია, აცხადებენ ოფიციალური პირები. ოდესასა და რეგიონის საპორტო ობიექტებზე ბოლო კვირების განმავლობაში გახშირდა რუსეთის თავდასხმები.

თურქეთი მზადაა  შუამავლის როლი შეასრულოს რუსეთ-უკრაინის ომში  და ცდილობს კარგი კავშირების შენარჩუნებას როგორც მოსკოვთან და ასევე კიევთან.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი