ჰააგაში მოსაგები გვქონდა, სტრასბურგში სასამართლოები იყო და ამ ფონზე რომ დაგვესწრო მოვლენებისთვის, შეიძლებოდა, ქვეყანა დაგვეზიანებინა - ბიძინა ივანიშვილი

21 ოქტომბერი 2024, 22:37 290 ნახვა
 

იქიდან დავიწყებდი, თუ რატომ დღეს და რატომ უფრო ადრე არა, გამოვყოფდი ორ მიზეზს – პირველი ის, რომ ჩვენ ქვეყანა არ უნდა დაგვეზიანებინა და ზუსტად ასეა მომართული „ქართული ოცნება“. ჩვენ ბევრი ბჭობა გვქონდა ადრე, იმასაც გეტყვით, რომ რეალობა ადრეც ვიცოდით, რაც მოხდა 2008-ში, მაგრამ ჰააგაში მოსაგები გვქონდა, სტრასბურგში სასამართლოები იყო და ამ ფონზე ჩვენ რომ დაგვესწრო მოვლენებისთვის, შეიძლებოდა, ქვეყანა დაგვეზიანებინა სასამართლოში. ჩვენ რესურსიც არ გაგვაჩნდა, არ გვქონდა რეალური რესურსი იმის, რომ ეს პროცესი დაგვეწყო, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობის" არაკონსტიტუციურად გამოცხადებასა და აგვისტოს ომში აღნიშნული პარტიის ბრალეულობაზე საუბრისას.

მისივე განცხადებით, „როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებში კოჰაბიტაცია იყო თავსმოხვეული, ხოლო თავად მასზე დიდი ზეწოლა იყო, რომ არავისთვის თითი არ დაედოთ“.

ივანიშვილის თქმით, მოქალაქეებს ახსოვთ, თუ როგორი ეკლექტური გუნდით მოვიდა „ქართული ოცნება, დღეს კი გუნდი გასუფთავდა და დაიხვეწა.

"ის გუნდიც გახსოვთ, როგორი გუნდით მოვედით, ეკლექტური იყო, მთელი ოპოზიცია იყო შიგნით. დღეს გასუფთავდა გუნდი და დაიხვეწა. ჩვენ ბევრი სასამართლო ჩავატარეთ, ძალიან ბევრმა პასუხი აგო თავის პოლიტიკურ დანაშაულებზე. პრეზიდენტი, მოგეხსენებათ, დღეს პატიმრობაშია, პრემიერმა მოიხადა და ა.შ. ისე არ იყო, რომ ჩვენ პროცესები მიტოვებული გვქონდა, მაგრამ ომის თემა, სასამართლოს გარდა, ჩვენ რომ ტოტალურად საუბარი დაგვეწყო, რომ ეს დანაშაულებრივი პარტია და ყველაზე დიდი დანაშაულია, რა თქმა უნდა, 2008 წლის ომი იყო, რომელიც მათ შეგნებულად გარედან დავალებით გააკეთეს, ამისი დოკუმენტები გვაქვს აბსოლუტურად იურიდიულ დონეზე გამზადებული და ისედაც საჯაროდაც იმდენი ითქვა უკვე, ვისაც გაგება უნდა, გასაგებია, თავადაც თავის მართლებასაც კი ვერ ცდილობენ იმიტომ, რომ ხელის შეხებაც კი შეუძლებელია იქ იმდენად, ორ დოკუმენტზე ხელი მოწერილი აქვთ, ვერაფერსაც ვეღარ იზამენ. ამ ფონზე, რომ დღეს ჩვენ დავუბრუნდით ამ თემას, ვფიქრობ, გუნდმა დიდი გამოცდილება მიიღო, საზოგადოებამ ძალიან ბევრი დაინახა და 2021 წლის რუსეთ-უკრაინის ომმაც, სადაც დაჟინებით ცდილობდნენ ჩვენს ჩათრევას და მეორე ფრონტის გახსნას, ესეც ლამის ღიად გამოდიოდა ეთერებში და ძალიან კარგად ჩანდა მცდელობები, ვინ რას აკეთებდა, ამანაც ხელი შეუწყო ამ გადაწყვეტილების მიღებას - დღეს რატომ?!", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების“ გუნდმა აუცილებლად უნდა მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა და შეძლოს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ მოშორება, რომ ქვეყანაში ბოლო 12 წლის განმავლობაში მიმდინარე მოვლენები კვლავ არ განმეორდეს.

"თუ ჩვენ ამას არ მივხედავთ, დღეს ახლა ჩვენ ამ არჩევნებს მოვიგებთ, პრობლემა არ არის, ოღონდაც გვინდა აუცილებლად საკონსტიტუციო უმრავლესობა. მოკლედ, თუ ეს ძალა არ მოვაშორეთ ქვეყანას, ნახეთ 12 წლის განმავლობაში ქვეყანაში რაც ხდება - მუდმივი რევოლუციური სიტუაცია, არ არის ეს არჩევნები, ასე არ მოგვწონს, თვითონ აყალბებენ, გარედან ეხმარებიან და ლამის გარედან ჩაატარონ არჩევნები. ახლა მე საქართველოს პრობლემას კი არ ვხედავ ამაში, მე უკვე ვხედავ ჩვენი სამეგობროს პრობლემას და ამას უფრო განვიცდი, რამდენად უხეშად ერევიან და ცდილობენ. დღეს გვაქვს ამის შესაძლებლობა, პირველ რიგში გუნდმა გააცნობიერა კარგად და გაიგო. ეს არ იყო მარტივი პროცესი, ბევრი მიმუშავია მე პირადად, ლიდერშიპს მთელს გუნდთან. დღეს მთელი გუნდი „ქართული ოცნებისა“ არის მომართული, გამკაცრებული, გააგრესიულებული. კარგი გაგებით უნდა გაიგოთ ეს, ჩვენ არავის თავს არ ვესხმით, ჩვენ გვინდა, ჩვენი ქვეყანა შევინარჩუნოთ და გვინდა, ამ ქვეყანაში გვეცხოვრებოდეს. გვინდა, ჩვენმა შვილებმა ამ ქვეყანაში ცხოვრება შეძლონ. აი, ეს არის ჩვენი სურვილი, მარტივი. ჩვენ არავის თავდამსხმელები არ ვართ და არავისზე აგრესია არ გვაქვს. ჩვენ აგრესიულად ვიცავთ უკვე საკუთარ თავს. ხედავთ, რამდენად დიდი ძალა გვებრძვის გარედან, აი ეს არის, რომ მოვახერხეთ გუნდის გამკაცრება და საზოგადოების გათვითცნობიერება. მე მგონი საზოგადოებამაც ძალიან ბევრი დაინახა და გაგებით ეკიდება ამ პროცესებს, მე ამას თვალს ვადევნებ“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი