აჭარის ფრენბურთის გოგონათა გუნდი საქართველოს ჩემპიონია

21 ოქტომბერი 2024, 19:56 688 ნახვა

დასრულდა ფრენბურთში საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატი 16 წლამდე ვაჟთა და გოგონათა შორის. აჭარის გოგონათა ნაკრებმა ფინალში თბილისის „გორდა“ დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. რაც შეეხება ვაჟებს, ისინი ფინალში „ქუთაისს“ დაუპირისპირდნენ, თუმცა 2:3 დამარცხდნენ და ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დაეუფლნენ.
ბათუმელი ფრენბურთელი გოგონები ბათუმში დღეს დაბრუნდნენ. აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ აჭარის ნაკრების ფრენბურთელი ელენე მექვაბიშვილი დასახელდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი