აჭარის ფრენბურთელ გოგონათა გუნდი საქართველოს ჩემპიონია 

21 ოქტომბერი 2024, 09:10 231 ნახვა

დასრულდა ფრენბურთში საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატი 16 წლამდე ვაჟთა და გოგონათა შორის. აჭარის გოგონათა ნაკრებმა ფინალში თბილისის „გორდა“ დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

რაც შეეხება ვაჟებს, ისინი ფინალში „ქუთაისს“ დაუპირისპირდნენ, 2:3 დამარცხდნენ და ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.

ჩვენი ფრენბურთელები ბათუმში დღეს საღამოს დაბრუნდებიან და დაწვრილებით ინფორმაციას საქართველოს ჩემპიონატზე მათი ასპარეზობის შესახებ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი