უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე ბათუმის მერიას მრავალშვილიანი ოჯახის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თხოვნით მიმართავს. მისი განცხადებით, მაგული ქამადაძე, რომელსაც 8 შვილი ჰყავს, უკვე წლებია საკუთარი სახლი არ აქვს და ამჟამად ე.წ. ოცნების ქალაქში, მძიმე პირობებში ცხოვრობს.
ბაკურიძის ინფორმაციით, თვითმმართველ ორგანოს აქვს ექსკლუზიური უფლებამოსილება, რომელიც მას საშუალებას აძლევს ასეთ შემთხვევებში საცხოვრებლით დაკმაყოფილების საკითხი დადებითად გადაწყვიტოს. მიმართვასთან დაკავშირებით ბათუმის მერიაში კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.