პრეზიდენტის განცხადება - შეფასებები

20 ოქტომბერი 2024, 14:56 272 ნახვა

სალომე ზურაბიშვილის განცხადება დილიდან პოლიტიკური განხილვის თემაა. საუბარია პაველ ჰერჩისკის მხრიდან ზურაბიშვილის ქარტიის მხარდაჭერის საკითხზე. ოპოზიციაში ამბობენ, რომ დასავლელი პარტნიორები და მათი წარმომადგენლობები საქართველოში მხარს უჭერენ არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, არამედ მხარს უჭერენ ქართველი ხალხის ურყევ ნებას დაბრუნდნენ ევროპულ ოჯახში.

ოპონენტების თქმით, ხელისუფლება შფოთავს იმიტომ, რომ მათ იციან საკუთარ ხალხთან ბრძოლაში დამარცხდებიან. რაც შეეხება სახელისუფლებო გუნდს, მათი მოსაზრებით,  ევროკავშირის ელჩი, სხვა ქვეყნის წარმომადგენლები და ზოგადად უცხოური აქტორები, პირდაპირ წარმართავენ იმ წინასაარჩევნო კამპანიას, რომელიც საქართველოშია.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში