ღეროვანი უჯრედების ლაბორატორიის გახსნა არის მორიგი გამარჯვება ქართული ჯანდაცვის სისტემის - მიხეილ სარჯველაძე

19 ოქტომბერი 2024, 17:54 265 ნახვა

მეზენქიმური ღეროვანი უჯრედების ლაბორატორიის გახსნა არის მორიგი გამარჯვება ქართული ჯანდაცვის სისტემის, - ამის შესახებ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ამ მიმართულებით განვითარების გაღრმავება შემდგომი ძალიან სერიოზული მიღწევების საწინდარი იქნება.

„ეს არის მოსალოცი ამბავი საქართველოსთვის, რადგან ეს მიმართულება არის საზოგდოდ, ყველაზე თანამედროვე, ახალი სიტყვა სამედიცინო მეცნიერებაში. საქართველოში როდესაც იდგმება ნაბიჯები ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებით, რაზედაც მსოფლიოს წამყვანი ლაბორატორიები და კვლევითი ინსტიტუტები მუშაობენ, ეს არის არა უბრალოდ სასიხარულო ამბავი, არამედ ქვეყნისთვის მისალოცი ამბავი. ეს არის მორიგი გამარჯვება ჩვენი ქართული ჯანდაცვის სისტემის. ვფიქრობ, ამ მიმართულებით განვითარების გაღრმავება იქნება საწინდარი შემდგომი ძალიან სერიოზული მიღწევებისა, რომელთა ადგილიც სწორედ საქართველო იქნება“, – განაცხადა სარჯველაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი