პარტნიორები იმედგაცრუებული არიან და ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაშია - ასეთია ქართული ოპოზიციური სპექტრის პოზიცია ევროკომისრის განცხადებებთან დაკავშირებით.
ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები დემოკრატიის ტესტი იქნება, რომელსაც დასავლეთი განსაკუთრებულად აკვირდება.
მმართველ გუნდში ჯოზეფ ბორელის განცხადებას სამწუხაროს უწოდებენ.
აქ იმედოვნებენ, რომ საერთაშორისო დონეზე საქართველოს მიმართ დამოკიდებულება ომის დასრულების შემდეგ შეიცვლება.