„მომავალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის გადამწყვეტი ტესტი იქნება“ - თქვა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელზეც მოლდოვასა და საქართველოში არსებული ვითარება განიხილეს.
ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ მოლდოვა მნიშვნელოვან პროგრესს აღწევს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, რუსეთის მზარდი დაშინების მიუხედავად.
რაც შეეხება საქართველოს, ბორელი მიიჩნევს, რონ აქ უარესი სურათია.