ბათუმში ახლად აშენებული მე-16 საჯარო სკოლა გაიხსნა

12 ოქტომბერი 2024, 11:59 7400 ნახვა

ბათუმში 2000 მოსწავლეზე გათვლილი ახლად აშენებული მე-16 საჯარო სკოლა გაიხსნა.  ინფრასტრუქტურული პროექტის მიხედვით აშენდა სამ სართულიანი შენობა. საკლასო ოთახების გარდა, შენობაში განთავსდა ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ოთახი, 300 მაყურებელზე გათვლილი სააქტო დარბაზი, ღია და დახურული სპორტული მოედნები, ტრიბუნები.

შენობა ადაპტირდა სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. სრულად კეთილმოეწყო ტერიტორია. სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით აჭარაში მშენებლობა/რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტები მიმდინარეობს. წლის ბოლომდე საქართველოს მასშტაბით ჯამში 100-მდე საჯარო სკოლა გაიხსნება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში