საქართველოს 21-წლამდე ნაკრები დღეს შვედეთს დაუპირისპირდება  

10 ოქტომბერი 2024, 10:50 148 ნახვა

ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის უმნიშვნელოვანეს მატჩს გამართავს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შვედეთის ნაკრებთან. 

ქართველ 21-წლამდელებს შესარჩევ ჯგუფში ექვსი ტურის შემდეგ 16 ქულა აქვთ და ჯგუფში მეორე ადგილზე არიან, შვედეთი 14 ქულით მესამე ადგილს იკავებს. ამ მატჩის მოგებით, საქართველოს ნაკრებს ჯგუფში მეორე ადგილის განაღდება შეუძლია, რაც ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში მოხვედრის წინაპირობა იქნება.

საქართველოსა და შვედეთს შორის შეხვედრა 20 საათზე დაიწყება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი