ბრიფინგი ენმ-ში 

09 ოქტომბერი 2024, 14:01 270 ნახვა

მმართველი პარტიის მიერ ხვალ დაგეგმილ შეხვედრაზე ხელისუფლება სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულების თანამშრომლებს  მისვლას ავალდებულებს - ამის შესახებ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში  განაცხადეს.

ნიკა ქაშიბაძე ირწმუნება, რომ  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე უკვე  შეხვდა   სახელწმიფო სტრუქტურების მმართველებს  და ბიძინა ივაიშვილთან შეხვედრაზე თანამშრომლების მიყვანა მოსთხოვა.

ოპოზიციონერის თქმით, საუბარია უნივერსიტეტებისა და  სკოლების თანამშროლებზეც. ბსუ-სა და საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციაში  განაცხადეს, რომ  მათთან მსგავსი ფაქტები  არ ხდება და სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს, კომენტარი არ გაუკეთებიათ  აჭარის  მთავრობაშიც.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი