საერთაშორისო კონკურსი „ოპერის ოქროს ხმა“

07 ოქტომბერი 2024, 10:22 312 ნახვა

რიგით მეორე საერთაშორისო კონკურსი „ოპერის ოქროს ხმა“ დაიწყო.  წელს ჟიურის წინაშე 77 კონკურსანტი წარსდგება. მონაწილეები სამ საკონკურსო ეტაპს გაივლიან.  გამარჯვებულები კი 12 ოქტომბერს უნდა გამოვლინდნენ. საოპერო მომღერლები საერთაშორისო ჟიურიმ უნდა შეაფასოს. 

კონკურსი „ოპერის ოქროს ხმა“ - დამწყები და გამოცდილი მომღერლებისთვის იმართება და გამარჯვებულებსა და ფინალისტებს საშუალებას აძლევს მსოფლიოს წამყვანმა სააგენტოებმა, თეატრებმა, სამუსიკო სასწავლებლებმა, უნივერსიტეტებმა და საოპერო სტუდიებმა მიიწვიონ.

მიმდინარე კონკურსი ფესტივალ "ბათუმის რაფაოდიას" ნაწილია, რომლის ფარგლებში დაგეგმილია საქველმოქმედო კონცერტიც.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში