შუახევობა 2024 გრძელდება. დილიდან მიმდინარეობს სხვადასხვა კულტურული გასართობი, სპორტული, საბავშვო აქტივობები. წარმოდგენილია სამუზეუმო ექსპონატები, ეთნოგრაფიული მასალები, ფოტოგამოფენა, სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ტრადიციული კერძები. უკვე დააჯილდოვეს საპატიო შუახეველები, წელს 12 ადგილობრივს ერგო ეს სტატუსი. საღამო გრანდიოზული ფოერვერკით დასრულდება.