კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე შეტევის მცდელობას უკრაინა უარყოფს

04 ოქტომბერი 2024, 08:44 232 ნახვა

კურსკის ოლქის ქალაქ კურჩატოვთან მდებარე ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი მოიგერიეს - ინფორმაციას ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი ავრცელებს.

ალექსეი სმირნოვის თქმით, ობიექტი, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა, ელექტროსადგურთან კავშირში არ არის. „როსენერგოატომში“ კი აღნიშნავენ, რომ რადიაციული ფონი ნორმის ფარგლებშია. თავის მხრივ უკრაინული მხარე უარყოფს გავრცელებულ ცნობებს ელექტროსადგურზე ან მის მახლობლად დარტყმის შესახებ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დაამატა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსი ოკუპანტებისგან განსხვავებით მკაცრად იცავენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი