ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა

03 ოქტომბერი 2024, 23:33 481 ნახვა

ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო მხატვრული სრულმეტრაჟიანი, მოკლემეტრაჟიანი და ასევე  არასაკონკურსო ფილმები.

ფესტივალზე ნაჩვენები იყო 14 ქართული ფილმი. მათ შორის 4 ბათუმელი რეჟისორის მიერ გადაღებული.

მოკლემეტრაჟიან ფილმებში საუკეთესო ჯილდო, ქართველი რეჟისორის გიორგი არაბულის ფილმმა „ალდიმ" მიიღო. მხატვრულ ნომინაციაში კი გამარჯვებული გიორგი სიხარულიძის ფილმი „პანოპტიკონი“ გახდა. საუკეთესო რეჟისორის პრიზი გერმანელმა რეჟისორმა მეტეს გლასმენმა მიიღო.

კინოხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის კი სპეციალური ჯილდო ქართველ მსახიობს გია ბურჯანაძეს გადაეცა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი