საავტორო კინოს ბათუმის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი დასრულდა. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული და პრიზიორი ფილმები დღეს საღამოს, დახურვის ცერემონიაზე გამოვლინდებიან.
ბიაფზე 25-ზე მეტი ქვეყნიდან 30 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, დოკუმენტური და ასევე 25 მოკლემეტრაჟიანი ფილმი იყო წარმოდგენილი.
გარდა ამისა, ბიაფის მაყურებელმა დიდოსტატთა კოლექცია, ცნობილი რეჟისორების ბოლო ნამუშევრები იხილა.
კინოფესტივალის ერთ-ერთ ყველაზე დიდი სექცია ქართულ პანორამას დაეთმო, რომლის ფარგლებშიც 14 ახალი ქართული ფილმის ჩვენება გაიმართა.