ფესტივალი "შემოდგომა ღორჯომში"

29 სექტემბერი 2024, 14:48 100 ნახვა

,,შემოდგომა ღორჯომში" –ამ სახელწოდებით ხულოში  ღორჯომის  ხეობაში ფესტივალი იმართება. ღონისძიების ფარგლებში, მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის კულტურული და სპორტული აქტივობები.

ღონისძიებაზე წარმოდგენილია ტრადიციული კერძები, რეწვის ნიმუშები, ნაქსოვები, ნაქარგები, ძველი საყოფაცხოვრებო და ხელნაკეთი ნივთები. გაიმართება კონცერტი ადგილობრივი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით, მოეწყობა სპორტული შეჯიბრებები, დააჯილდოვებენ საპატიო ღორჯომელებს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში