„ბუჩამდე იყო აფხაზეთი“ - პრეზიდენტის მიმართვა

28 სექტემბერი 2024, 12:18 202 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა  პარიზში, საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში დოკუმენტური ფილმის ,,ბუჩამდე იყო აფხაზეთი” ჩვენება გახსნა, დისკუსიას დაესწრო და სიტყვით გამოვიდა. მისი განცხადებით იგივე მეთოდები, იგივე სიმკაცრე, იგივე სისასტიკე გამოიყენა რუსეთმა სოხუმში, აფხაზეთის ყველა სხვა ქალაქში, რაც ბუჩაში, მარიუპოლში, და უკრაინაში. როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, მთავრობამ ივანიშვილის მეთაურობით „პრაქტიკულად ომი გამოუცხადა  30 წლის პარტნიორებსა და მეგობრებს იმისთვის, რომ მოსკოვის გვერდით დამდგარიყო“.

დოკუმენტური ფილმი „დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი“ 1992-1993 წლებში აფხაზეთში რუსეთის მიერ ქართველების წინააღმდეგ ორგანიზებული გენოციდის მტკიცებულებებს და დევნილთა ისტორიებს შეეხება. საფრანგეთის პარლამენტში გამართული ღონისძიება ნაწილია კამპანიისა „ბუჩამდე იყო აფხაზეთი“, რომელიც თითქმის სამი წელია მიმდინარეობს აფხაზთა კრების, თავისუფლების ინსტიტუტის, ტაბულასა და პარტია ფედერალისტების ორგანიზებით.  კამპანიის მიზანია, გაფართოვდეს საერთაშორისო და შიდა კონსენსუსი რუსეთის მიერ აფხაზეთში ჩადენილი დანაშაულების შესახებ, რომელთა ხასიათი და მასშტაბი გენოციდს უტოლდება.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი