„დინამო“ ბათუმმა ეროვნულ ლიგაში 9 მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა

27 სექტემბერი 2024, 23:29 232 ნახვა

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „დინამო“ ბათუმმა ეროვნული ლიგის 26-ე ტურის ბოლო შეხვედრაში სტუმრად გორის „დილა“ 2:1 დაამარცხა და ჩემპიონატში 9-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა. 

შეხვედრაში ანგარიში 69-ე წუთზე გაიხსნა. სტანდარტული სიტუაციიდან უერდი მარას ჩაწოდებულ ბურთზე პირველი დავით მუჯირმა ითამაშა და „დინამო“ დააწინაურა.

მე-80 წუთზე ყოფილი გუნდის კარში გოლი ონორე გომისმა გაიტანა და სტუმართა უპირატესობა ორამდე გაზარდა. მატჩის საბოლოო ანგარიში 2:1 კი მსაჯის მიერ კომპენისირებულ მე-3 წუთზე ავტოგოლით ნიკა მალმა დააფიქსირა.

ამრიგად  26-ტურის შემდეგ  „დინამო“ ბათუმს 39 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფება. ანდრეი დემჩენკოს გუნდი მომდევნო შეხვედრას 1 ოქტომბერს შინ „სამტრედიასთან“ გამართავს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი