მსოფლიო ტურიზმის დღე 

27 სექტემბერი 2024, 14:01 166 ნახვა

„ტურიზმი და მშვიდობა“ - საქართველო პირველად მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყანაა. ღონისძიებაში  40-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობს. ღონისძიებების ფარგლებში სპეციალური პროგრამა ხვალ და ზეგ აჭარაშია დაგეგმილი. დღევანდელი ღონისძიება საქართველოს პრემიერმა და გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა გახსნეს.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოში ტურიზმის განვითარების ახალი ტენდენციები და პოლიტიკა ეფუძნება მდგრადი განვითარების პრინციპებს და აქტიური წვლილი შეაქვს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში.

მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში გაიმართება სადისკუსიო პანელები, განხილული იქნება ტურიზმის განვითარების მსოფლიო ტენდენციები და მშვიდობის მნიშვნელობა ინდუსტრიის განვითარების კუთხით.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი