ქართული სამედიცინო ტურიზმის მესამე ფორუმი

27 სექტემბერი 2024, 14:05 212 ნახვა

ბათუმში ქართული სამედიცინო ტურიზმის მესამე  ფორუმი მიმდინარეობს.  ღონისძიების ფარგლებში განსახილველი თემები მოიცავს ისეთ საკითხებს როგორიცაა - ფაგოთერაპია, ჯანმრთელობა და დეტოქსი, კოსმეტიკური და პლასტიკური ქირურგია, ასევე სტომატოლოგია, თმის ტრანსპლანტაცია და სხვა. 

ფორუმის მონაწილეებს შეხვედრის ფაგრგლებში, ასევე,  საშუალება მიეცემათ გაეცნონ  ქართულ სამედიცინო სერვისებსა და მიიღონ  დეტალური ინფორმაცია   ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრის შესახებ. კონფერენციის ფარგლებში, ასევე ცალკე დღე დაეთმობა შიდა კომუნიკაციებს, რაც მონაწილეებს პარტნიორული ურთიერთობებისა და ახალი კონტაქტების დამყარების შესაძლებლობას მისემს.  

შეხვედრა  „საქართველოს სამედიცინო ტურიზმის ალიანსის“ ორგანიზებით შედგა, ორგანიზაცია  მიზნად ისახავს სამედიცინო ტურიზმის პოპულარიზაციასა და  სექტორის განვითარების ხელშეწყობას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი