სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა მემორიალთან შეიკრიბნენ ქობულეთში.
მერიისა და საკრებულოს წევრებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს. ქობულეთის მუნიციპალიტეტში აფხაზეთის ომის 5 მონაწილე ცხოვრობს, ომში 7 ადგილობრივი დაიღუპა.
ქობულეთის მერია ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრებს და ომის ვეტერანებს ყოველ წლიურად 500 ლარს გადასცემს.