საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს მასპინძლობს

27 სექტემბერი 2024, 12:08 195 ნახვა

„ტურიზმი და მშვიდობა“ - საქართველო პირველად მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყანაა. ღონისძიებაში 40-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობს.

ღონისძიებების ფარგლებში სპეციალური პროგრამა ხვალ და ზეგ აჭარაშია დაგეგმილი.

დღევანდელი ღონისძიება ცოტა ხნის წინ თბილისში საქართველოს პრემიერმა და გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა გახსნეს.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში