საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ - სხდომა ცესკოში

26 სექტემბერი 2024, 17:57 199 ნახვა

გადაწყვეტილება მიღებულია - საზღვარგარეთ 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბანი გაიხსნება, სადაც ქართველი ემიგრანტები არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ.

სხდომა, რომელზეც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

ოპოზიციის ინიციატივას, უბნების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით, კომისიამ მხარი არ დაუჭირა.

ოპოზიციის შეფასებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „ქართული ოცნების“ დაკვეთა შეასრულა და ემიგრანტების უმეტესობას ხმის მიცემის უფლება წაართვა, რასაც ცესკოში კატეგორიულად უარყოფენ.

ამასთან, სადაოა საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ამომრჩევლების რაოდენობა. ოპოზიციის ნაწილმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი