რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, უკრაინის ნატო-ში მიწვევა არ არის ის საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც სიჩქარეა საჭირო. თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ-სა და ალიანსის ზოგიერთ ქვეყანას არ სურს, უკრაინა გახდეს ნატო-ს წევრი.
ასევე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ყოველთვის ითვალისწინებენ წევრი ქვეყნების პოზიციებს და საკითხს მოლაპარაკებების მაგიდასთან განიხილავენ.
NBC News-თან საუბრისას ერდორანმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები ფართოვდება, ეს ეხება როგორც პოლიტიკურ ასევე ეკონომიკურ მიმართულებას.