„ჩვენ შეგვიძლია ფრთების გარეშე ფრენა“ - ბრაზილიელი რეჟისორის ქრის მიგელის საკონკურსო სპექტაკლის ჩვენება გაიმართა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრში, წარმოდგენა ბათუმის მეორე საერთაშორისო თოჯინების თეატრალური ფესტივალის ნაწილია. თოჯინურ-თეატრალური დადგმა ეტლში მყოფი პრინცესას ისტორიას მოგვითხრობს, რომელსაც სამეფოს საზღვრებს მიღმა ფრენა და სამყაროს შესწავლა სურს.
ფესტივალი გუშინ გაიხსნა და 27 სექტემბრამდე საკონკურსო და არასაკონკურსო 14 სპექტაკლის ჩვენებას ითვალისწინებს, ასევე მიმდინარეობს პროფესიული მასტერკლასები და სემინარები.
წელს ფესტივალის მასშტაბები გაიზარდა და ქართულ დასებთან ერთად 6 უცხოური დასი იქნება წარმოდგენილი. გამარჯვებულები 7 ნომინაციაში 5 წევრიანმა ჟიურიმ უნდა გამოავლინოს.