ლიტერატურული ფესტივალი ,,ზე-კართან“ აჭარის მაღალმთიანეთში უკვე დასრულდა. მწერლები, პოეტები და ხელოვანები ქედას შუახევსა და ხულოს სამი დღის განმავლობაში სტუმრობდნენ. საჯარო დისკუსიები, ლექციები, წიგნების განხილვა, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ფილმის ჩვენება -- ეს ყველაფერი აღნიშნულ ღონისძიებაში იყო თავმოყრილი. საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს ყოველწლიურად უერთდებიან საზოგადო მოღვაწეები, იზრდება დამსწრეთა რაოდენობაც. ფესტივალი 2013 წლიდან ტარდება მისი ფინანსური მხარდამჭერი აჭარის განათლების სამინისტრო და შუახევის კულტურის ცენტრია.