ისრაელი ბავშვების წინააღმდეგ „უსირცხვილო დანაშაულს“ სჩადის - ირანის სულიერი ლიდერი

21 სექტემბერი 2024, 17:26 205 ნახვა

ისრაელი „უსირცხვილო დანაშაულებს“ სჩადის ბავშვების წინააღმდეგ, - ამის შესახებ, ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა.

მისი თქმით, ისრაელი არც კი მალავს დანაშაულის სხვადასხვა ფორმებს.

„ისინი ებრძვიან არა მებრძოლებს, არამედ რიგით ხალხს. ვინაიდან არ შეუძლიათ, ავნონ ნამდვილ მებრძოლებს პალესტინაში, ისინი თავიანთ ბოროტ რისხვას ანთხევენ პატარა ბავშვებზე, საავადმყოფოს პაციენტებზე და ბავშვებით სავსე სკოლებზე“, – განაცხადა ხამენეიმ მუსლიმური ქვეყნების ელჩების ჯგუფთან შეხვედრისას თეირანში.

ცნობისთვის, ისრაელის საჰაერო იერიშს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე, ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სულ მცირე, 31 ადამიანი, მათ შორის, სამი ბავშვი და შვიდი ქალი ემსხვერპლა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი