აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2025 წლის ბიუჯეტი 147 000 000 ლარი იქნება

20 სექტემბერი 2024, 17:27 291 ნახვა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში 2025 წლის ბიუჯეტი განიხილეს. ინფორმაციას განათლების სამინისტროს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვას მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ასევე  სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების წარმომადგენლები, დაინტერესებული პირები და ახალგაზრდები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხი განიხილეს. მათ შორის, ის პროგრამები რომელთა ბიუჯეტიც იზრდება. სამინისტროს ინფორმაციით 2025 წლის ბიუჯეტიში დამატებითი თანხები გამოიყოფა: 

  • კულტურის სფეროს დაფინანსებისთვის; 
  • სპორტული ფედერაციების დაფინანსებისა და სპორტული ღონისძიებების ჩასატარებლად;
  • სპორტისა და სპორტსმენების მხარდაჭერისთვის;
  • განათლების ხელმისაწვდომობისა და სტუდენტების მხარდაჭერისთვის;
  • მასწავლებელთა მხარდაჭერისა და სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნების მიზნით.

უწყების ინფორმაციით, 2025 წელს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი  147 000 000 ლარი იქნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი