ახლა ხაზარაძე დაეთანხმება გახარიას ასეთ „პრინციპულ“ მოთხოვნებს და ყველანი დავიჯერებთ, რომ ისინი „ნაცებთან“ კავშირს გაწყვეტენ?! - მამუკა მდინარაძე

20 სექტემბერი 2024, 16:02 215 ნახვა

ახლა ხაზარაძე დაეთანხმება გახარიას „მტკიცე“ და „პრინციპულ“ მოთხოვნას და ყველანი დავიჯერებთ, რომ ისინი ნაცებთან კავშირს გაწყვეტენ და მათი კოალიციაც გამორიცხულია?!, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

მდინარაძის თქმით, აგენტურა „გოიმურ“ პიარს სთავაზობს საზოგადოებას.

„ახლა ხაზარაძე დაეთანხმება გახარიას ასეთ „მტკიცე“ და „პრინციპულ“ მოთხოვნას და ყველანი დავიჯერებთ, რომ ისინი ნაცებთან კავშირს გაწყვეტენ და მათი კოალიციაც გამორიცხულია?! ბოლოს მართლა ჩაშლა მოუწევთ მგონი, აგენტურა იმდენად გოიმურ პიარს გვთავაზობს. ამფეთქებელიც დაუჭირეს, შავ დღეში არიან“, - წერს მამუკა მდინარაძე.

ცნობისთვის, გიორგი გახარიამ ბრიფინგი გამართა, სადაც მამუკა ხაზარაძესთან მოლაპარაკების გასაგრძელებელი პირობები დაასახელა. მისივე განცხადებით, ეს პირობებია: „1. ნეიტრალური პოლიტიკური პლატფორმა და მივიჩნევთ, რომ ეს არის უსაფრთხო და სამართლიანი ყველასთვის; 2. გადაწყვეტილების მიღების სამართლიანი პარიტეტული პრინციპი; 3. კოალიციის დაუშვებლობის პრინციპი როგორც „ქართულ ოცნებასთან“, ისე „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში