სამედიცინო კონფერენცია 

20 სექტემბერი 2024, 11:09 157 ნახვა

გულის უკმარისობა და თანმდევი დაავადებებია სამედიცინო კონფერენციის მთავარი თემა, რომელსაც ბათუმი მასპინძლობს. კონფერენციას სხვადასხვა პროფილის ექიმები ესწრებიან. ისინი ორი დღის განმავლობაში გულის უკმარისობის მედიკამენტოზურ და სხვა სახის  მკურნალობის თანამედროვე მეთოდებსა და ტექნოლოგიებს გაეცნობიან.

ასევე გულის დაავადების მართვის კუთხით გამოცდილებას გაუზიარებენ ერთმანეთს ქართველი და უცხოელი მედიკოსები. გულის უკმარისობის სამედიცინო კონფერენცია საერთაშორისოა და მასში ექიმები  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობენ.

კონფერენცია საქართველოს გულის უკმარისობის ასოციაციის ორგანიზებით უკვე მეოთხედ ტარდება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი