უეფას ჩემპიონთა ლიგა

19 სექტემბერი 2024, 08:54 203 ნახვა

ექვსი მატჩი გაიმართა უეფას ჩემპიონთა ლიგაზე. ყველაზე დიდ ინტერესს „ინტერისა“ და „მანჩესტერ სიტის“ დაპირისპირება იწვევდა, თუმცა შეხვედრამ მოლოდინი არ გამართლა და მატჩი უგოლო ფრედ - 0:0 დასრულდა.

დორტმუნდის „ბორუსიამ“ კი „ბრიუგე“ ბოლო 15 წუთში სამი გატანილი გოლით დაამარცხა. დუბლი შეცვლაზე შემოსულმა გიტენსმა შეასრულა.

სხვა შეხვედრები ასე დასრულდა: „პარი სენ-ჟერმენი“ – „ჟირონა“ 1:0; „სპარტა“ – „ზალცბურგი“ 3:0; „სელტიკი“ – „სლოვანი“ 5:1; „ბოლონია“ – „შახტარი“ 0:0.

დღეს ლიგის კიდევ ექვსი შეხვედრა გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში