რბოლის ტრასების ხელოვნური გათოვლიანებისთვის ეწყობა წყალმომარაგებისა და ელექტროსისტემებიც. დასკვნით ეტაპზეა თბილისის ყინულის სასახლის მშენებლობა. ჰოკეის, ფიგურული სრიალისა და კერლინგის სპორტის სახეობებისთვის განკუთვნილი თბილისის ყინულის სასახლე 700-მდე მაყურებელზეა გათვლილი. პროექტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 50 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება. ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, „ბაკურიანი 2025-ის“ ჩატარების ხელშეწყობის მიზნით სამთავრობო კომისია მთავრობის განკარგულებით შეიქმნა.
კომისია უზრუნველყოფს ფესტივალის ორგანიზებაში ჩართული უწყებების და ორგანიზაციების კოორდინაციას და ფესტივალთან დაკავშირებული საკითხების ოპერატიულ გადაწყვეტას. ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს საქართველო 2025 წლის თებერვალში უმასპინძლებს“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე