ედუარდ კოკოითის განცხადება

17 სექტემბერი 2024, 14:04 154 ნახვა

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ყოფილი ლიდერი.

ედუარდ კოკოითს მიაჩნია, რომ საქართველომ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს და ყველა აუცილებელ შეთანხმებას ხელი მოაწეროს. 

კოკოითი „ტელეგრამის“ არხზე წერს, რომ  ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთი პირველი ქართველი პოლიტიკოსია, რომელმაც ასეთი თამამი განცხადება გააკეთა.  მისივე თქმით, საქართველოსთან მშვიდობა რუსეთის პირობებით უნდა იყოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი