„გვინდა რომ მემორიალი იყოს კარგი. მეორე წელია ვაცხადებთ კონკურსებს, თუმცა დღემდე მოსაწონი ესკიზი ვერ შევარჩიეთ“- აცხადებს ქალაქის მერი 9 აპრილის მემრიალთან დაკავშირებით. გიორგი ერმაკოვის თქმით, სპეციალური კომისია აქტიურად მუშაობს, რათა გამოავლინოს გამარჯვებული პროექტი, რომლის მიეხედვითაც ქალაქში 9 აპრილის მემორიალი განთავსდება.